Want to create interactive content? It’s easy in Genially!

Get started free

underground

თიკო აბრამიშვილი

Created on December 8, 2022

Start designing with a free template

Discover more than 1500 professional designs like these:

Animated Chalkboard Presentation

Genial Storytale Presentation

Higher Education Presentation

Blackboard Presentation

Psychedelic Presentation

Relaxing Presentation

Nature Presentation

Transcript

underground

80-90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა

ანდერგრაუნდი

რა არის ანდერგრაუნდი?

სიტყვა ,,ანდერგრაუნდი'' აღნიშნავს ყველაზე ექსტრემალური და რადიკალური მუსიკალური სტილისა და სუბკულტურების ერთობლიობას, რომელიც ფუნქციონირებს ოფიციალური შოუბიზნესის ჩარჩოს მიღმა. ანდერგრაუნდი ყოველთვის ვითარდებოდა გარკვეული სუბკულტურის ფარგლებში, ანუ ადამიანთა საზოგადოებაში, რომელიც გაერთიანებულია რომელიმე ერთი იდეითა და თემით.

ქართული ალტერნატიული მუსიკა

ის, რასაც პირობითად შეიძლება „ქართული ანდერგრაუნდი“ დავარქვათ, 80-იანების ბოლოს დაიბადა. საბჭოთა სისტემის რღვევის დაწყებასთან ერთად, გამოჩნდნენ მუსიკოსები, რომლებიც საზოგადოებაში გაბატონებულ ცხოვრების წესსა და ნორმებს უპირისპირდებოდნენ. მათი ენთუზიაზმი და მეამბოხე სტილი გარკვეულწილად კომუნისტურ სისტემასთან მებრძოლ დისიდენტებზე ჯერ კიდევ შემორჩენილი მითების რომანტიკიდან იღებდა სათავეს. სხვა მასშტაბებით და სხვა სამოქმედო პირობებით, მაგრამ მეტ-ნაკლებად მსგავსი სიტუაცია 60-70-იანი წლების ევროპაშიც შეინიშნებოდა, როდესაც ანდერგრაუნდის ცნება და მასთან დაკავშირებული სოციალური პროტესტის და კონტრკულტურის იდეა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოგონებები ანტიფაშისტურ იატაკქვეშეთსა და წინააღმდეგობის მოძრაობაზე. გერმანელი, ფრანგი თუ იტალიელი სტუდენტები რადიკალური მემარცხენე დაჯგუფებების მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილი, პოლიცია კი გრძელთმიან ახალგაზრდებს ეჭვის თვალით უყურებდა.

80-იანი წლები

თუმცა 80-იანების დადგომასთან ერთად დასავლეთში უკვე აღარავის აღელვებდა რას კითხულობდი, რა მუსიკას უსმენდი, რა გეცვა და როგორი თმის ვარცხნილობა გქონდა. სოციალური სივრცე, სადაც ადრე ანდერგრაუნდი მეშჩანური საზოგადოების საფუძვლებს აფეთქებდა, ჰაროლდ როზენბერგის შეფასებით, „დემილიტარიზირებულ ზონად“ გამოცხადდა.

lado & recepti

ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავეებთან რამდენიმე პიროვნება იდგა. 1987 წელს ლადო ბურდულმა შექმნა ჯგუფი „რეცეპტი“, რომელიც ქართულენოვანი გოთიკის და პოსტ პანკის პიონერად მოგვევლინა ექსპრესიით, ლირიზმით და, ამავდროულად, სოციალური პროტესტით სავსე სიმღერებით „მოდი მალე“, „ისევ მუქდება მორიგი ღამე“, „მშია“, „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები“. 1988 წელს შექმნილი დადა დადიანის ჯგუფი „ტაქსი“ ასევე ქართულ ენაზე იმავე თემებს უკვე ნიუ ვეივის სტილში აჟღერებდა – „შენ უნდა იჯდე ელექტროსკამზე, შენ არღვევ წესს, შენ ცდილობ ყველას დააჯდე თავზე, შენ უშლი ხელს იმას, ვინც შენთვის წესებს წერს“.

1991-96

1991-96 წლებში ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებიან ახალი ჯგუფები. „ტაქსის“ დაშლის შემდეგ დადა დადიანი Children’s Medicine-ს და Georgian Dance Empire-ს აყალიბებს. „საბავშვო მედიცინაში“ მასთან ერთად ირაკლი ჩარკვიანიც უკრავს. მალე ის გერმანიაში გაემგზავრება და ქართული ალტერნატიული სცენის მეფედ გასახდომად პირველ ნაბიჯებს გადადგამს – თავის სადებიუტო ალბომს Svan Songs-ს ჩაწერს. გოგლიკ ფარეშიშვილი, გოგი ძოძუაშვილი და ლევან ჯავახიშვილი კი Mother on Mondays-ს ქმნიან, პირველ ქართულ ბენდს, რომელიც ელექტროპოპს უკრავს. „კონტრაბანდა“ თავდაპირველად კლასიკური პანკის, ოდნავ მოგვიანებით კი ჰარდკორის მიმართულებით მუშაობს. „ენერგორესურსის“ მუსიკა კი პოსტ პანკისა და ფრი ჯაზის საინტერესო სინთეზს წარმოადგენს, ატონალური ელემენტებით, რომლებიც მისი წევრების მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის პირდაპირი შედეგი იყო. გასაკვირი არ არის, რომ ამ ჯგუფმა სულ ერთი წელი იარსება. მისი ექსტრავაგანტული ფრონტმენი დათო მარგიანი (მარგო) მოგვიანებით საქართველოში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუშებს ქმნიდა. სამწუხაროდ, 2010 წელს ის ტრაგიკულად დაიღუპა

ჯგუფები

Плякса რუსულენოვანი ჯგუფი იყო, რომლის სასცენო იმიჯი Bauhaus-ისას ჰგავდა, სიმღერებს კი Аукцыон-ის გავლენა ეტყობოდა. მისი წევრების თინეიჯერული ასაკის მიუხედავად, ამ კოლექტივის კონცერტები ყოველთვის უზადო პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ცივ და დეპრესიულ პოსტ პანკს ასრულებდა გია თოიძის ჯგუფი „ამორალი“. ამავე სტილში, ოღონდ სინთპოპის ელემენტების დამატებით წერდა მუსიკას დევი სკანაძე, იგივე კუმლე. გიგა მიქაბერიძის ჯგუფი Over Balance კი ქართულენოვან გრანჟს უკრავდა. ოდნავ მოშორებით დგას Afternoon Version, იმ პერიოდის ალბათ ყველაზე უფრო დაუფასებელი ქართული ჯგუფი, ცოცხალი ინსტრუმენტებითა და ელექტრონული ბიტებით შექმნილი ექსპერიმენტული კომპოზიციებით Champagne Gold, Together და Kardena.

ჯგუფები

Плякса

Afternoon Version

Genetic code

90-იანი წლების დასაწყისში ქართულ ალტერნატიულ სცენაზე Genetic Code ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტი იყო და ალბათ ერთადერთი, რომლის მუსიკასაც, პირველ რიგში თავად ჯგუფის წევრთა მხრიდან სურვილის შემთხვევაში, ჰქონდა პოტენციალი, გაცდენოდა მათი ნაცნობ-მეგობრების ვიწრო წრეს, ფართო აუდიტორიამდე მიეღწია და მეინსტრიმი გამხდარიყო. ერთ-ერთი პირველი ქართული მუსიკალური ვიდეოც მათ Artificial Love-ზეა გადაღებული.

genetic code

End

90-იანების შემდეგ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ქართული მუსიკა აპათიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები, ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო ჯგუფის გამოჩენა და ხშირი კონცერტები, ალტერნატიული მუსიკის მეორე ტალღის დასაწყისად შეიძლება მოვნათლოთ. დღევანდელი ახალგაზრდებიც სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან იმ ბნელ წლებში შექმნილი სიმღერებით და დღეს უკვე ლეგენდარული მუსიკოსებით. ათვლის სისტემა უკვე შექმნილია.