Want to create interactive content? It’s easy in Genially!
UNIVERSE PRESENTATION
elene modebadze
Created on December 13, 2021
Start designing with a free template
Discover more than 1500 professional designs like these:
View
Women's Presentation
View
Vintage Photo Album
View
Geniaflix Presentation
View
Shadow Presentation
View
Newspaper Presentation
View
Memories Presentation
View
Zen Presentation
Transcript
ასტიგმატიზმი
თვალის დაავადებები
პრეზენტატორი: ელენე მოდებაძე
ასტიგმატიზმი
ასტიგმატიზმი — თვალის შუქმტეხი აპარატის დეფექტი, რაც გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად, ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით. ერთ თვალში ამეტროპიის სხვადასხვა სახის, ან ერთი სახის ამეტროპიის სხვადასხვა ხარისხის შერწყმა.
რა არის ასტიგმატიზმი
ასტიგმატიზმი არის ორ მთავარ ურთიერთპერპენდიკულარულ მერიდიანზე ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი გარდამტეხი უნარი. ამის შედეგად ბადურაზე მიიღება საგნების არამკაფიო და დამახინჯებული გამოსახულებები. ზოგჯერ ასტიგმატიზმი ვითარდება ოპერაციის, რქოვანას დაავადების, თვალების ჭრილობების შემდეგ. განასხვავებენ მის შემდეგ სახეებს: მარტივი ასტიგმატიზმი: – ერთ–ერთ მთავარ მერიდიანში ემეტროპია, მეორეში – მიოპია ან ჰიპერმეტროპია; რთული ასტიგმატიზმი – ორივე მთავარ მერიდიანში ერთნაირი სახის ამეტროპია, მაგრამ სხვადასხვა ხარისხის; შერეული ასტიგმატიზმი – ერთ–ერთ მთავარ მერიდიანში აღინიშნება მიოპია, ხოლო მეორეში – ჰიპერმეტროპია[
მოსახლეობის ერთ მეოთხედში აღინიშნება ე.წ. ფიზიოლოგიური ასტიგმატიზმი (0.5 D), რაც არ მოითხოვს ჩარევას, თუმცა თუ ასტიგმატიზმის დონე აღემატება 1.0D, ეს გავლენას ახდენს მხედველობაზე და საჭიროებს კორექციას. ასტიმატიზმის დიაგნოსტირება ხშირად ხდება ბავშვებში დაახლოებით ორი წლის ასაკში მხედველობის პროფილაქტიკური შემოწმებისას.
სიმპტომები
ასტიგმატიზმისას შესამჩნევია მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ საგნების დამახინჯებულად ხედვა, მუშაობის დროს თვალის სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი. გამოკვლევისას აღინიშნება თვალის გარდამტეხ ძალებში განსხვავება სხვადასხვა მერიდიანებში. დიაგნოზი ეყრდნობა რეფრაქციის განსაზღვრას მთავარ გარდამტეხ მერიდიანში.
მკურნალობა
ხშირ შემთხვევაში ასტიგმატიზმის სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა რომ მკურნალობას არც საჭიროებს. ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, ის პროგრესირებას განაგრძობს და სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. კორექციის ყველაზე გავრცელებული სახეებია: სათვალე, ლინზები, ლაზერული კორექცია, ქირურგიული ჩარევა და სხვა.
დიაგნოზირება
ასტიგმატიზმის დიაგნოზირება მხედველობის რუტინული გამოკვლევითაც შესაძლებელია. ეს გამოკვლევა თვალების ფოკუსირების უნარს ამოწმებს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან ზოგჯერ ასტიგმატიზმის დიაგნოზირება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება, რამაც შესაძლოა კითხვისა და კონცენტრაციის უნარზე უარყოფითად იმოქმედოს.ასტიგმატიზმის დიაგნოზს ხშირად სვამენ სკოლამდელ და სკოლის ასაკში. ამ დროს ბავშვი უჩივის არამკაფიო, გამრუდებულ მხედველობას. ასტიგმატიზმის დროს შესაძლოა სხვა სიმპტომებმაც იჩინოს თავი.
ასტიგმატიზმის სიმპტომებია:
“ქვიშის მარცვლების” შეგრძნება თვალებში და თვალების წვა. თვალების ჩაწითლება. მხედველობის გაორება ან გამოსახულების გამრუდება. ფოკუსირების გაძნელება ან შეუძლებლობა. საგნებამდე დაშორების განსაზღვრის გართულება, სივრცეში ორიენტაციის გაძნელება. თვალის სწრაფი დაღლა კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის დროს. ტკივილი წარბზედა რკალებში, თავის ხშირი ტკივილი.
TRUEOR FALSE
Start
პატარა ქვიზი ასტიგმატიზმთან დაკავშირებით
ასტიგმატიზმი გამოწვეულია რქოვანას და ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით.
სიცრუეა
სიმართლეა
2/5
ასტიგმატიზმით დაავადებილი ადამიანი ვერაფერს აღიქვავს ( ხედავს)
ტყუილია
სიმართლეა
არის თუ არა ასტიგმატიზმი თვალის შუქმტეხი აპარატის დეფექტი
არა
კი
ასტიგმატიზმი ხშირია მოზარდებში
ტყუილია
სიმართლეა
ასე ხედავს ასტიგმატიზმით დაავადებილი ადამიანი?
არა
კი
ასტიგმატიზმით დაავადებულ ადამიანთათვის მკურნალობის მეთოდი არ არსებობს
სიცრუეა
სიმართლეა
გმადლობთ ყურადღებისთვის
დასასრული
თქვენი პასუხი არასწორია
თქვენი პასუხი სწორია